კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალურ - ქორეოგრაფიული, თეატრალური ნომრებით მიულოცეს ახალი წელი.
ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ზეიმის აღნიშვნა, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
თაგები:
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი




