Logo

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

საზოგადოება
1276
Frontnews image description

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის. მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. 

ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები: 
რეგისტრაცია; 
გამოცდები: ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და მათემატიკა; 
სამედიცინო შემოწმება. 

რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე, მათი ჩატარების ფორმის შესახებ ინფორმაცია, 2021 წლის ივნისში, ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მოსწავლეთა მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3bGG3Jp 

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
 

თაგები:

Advertisement