Logo

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სამხედრო
23.12.2024 / 16:42
Frontnews image description

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.

კადეტებს მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობა აღნიშნეს.

საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

თაგები:

კადეტები
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები