კაია კალასი - თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ დაკმაყოფილდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს


ავტორი
Front News საქართველო
ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს, ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს.
ჩვენ შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ სასჯელები, მათ შორის ახალგაზრდა მომიტინგეებისთვის, ნამდვილად არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ოპერაციის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც იცით. ადრეც გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ასევე განვიხილავთ სამუშაო მეთოდებს. დღეს ჩვენ საქართველოს წერილს გავუგზავნით უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ დაკმაყოფილდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“,- განაცხადა კალასმა.
დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
თაგები:
კაია კალასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს