კახა გოგოლაშვილი - ამით აშშ-მა და ევროპამ რუსეთს აჩვენეს, რომ დარწმუნებული არიან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეს შეთანხმება შედგება

ავტორი
Front News საქართველო
ამით აშშ-მა და ევროპამ რუსეთს აჩვენეს, რომ დარწმუნებული არიან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეს შეთანხმება შედგება, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს არა შეთანხმება, არამედ პოლიტიკური დეკლარაცია.
"საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ ძალიან დიდი მიღწევა არის. ეს პოლიტიკური დეკლარაციაა, შეთანხმება არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მისი არშესრულება იურიდიულად დასჯადი, რა თქმა უნდა, არ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან დიდ პოლიტიკურად ფასს გადაიხდის ქვეყანა, რომელიც ამას არ შეასრულებს. ეს ძალაში შევა და ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად შევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება ძალაში, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტი - ამით აშშ-მა და ევროპამ რუსეთს დაანახეს, რომ დარწმუნებული არიან ისინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეს შეთანხმება შედგება და რომ ისინი ამ მიმართულებით დადებითად არიან განწყობილი და ყველა რესურსს აამოქმედებენ იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
მედიის ცნობით, „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდა. ცენტრი დასავლელი მოკავშირეებისგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იქნება პასუხისმგებელი.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი




