კახა კალაძე - აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ, გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების "მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.
"ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას ერთმანეთთან, მერი ამბობს, რომ ამ პოლემიკაში ჩართვა არ სურს.
"ოპოზიცია თავადაც გაურკვეველია ერთმანეთში. საერთოდ არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე. მე ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, ვსაუბრობ ქალაქის მომავალზე, სამომავლო პროექტებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს