Logo

კახა კალაძე – ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი, ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა ურთიერთობებს

პოლიტიკა
420
Frontnews image description

თბილისის მერს კახა კალაძეს მიაჩნია, რომ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებები შეურაცხმყოფელი იყო. 

 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კერსტი კალიულაიდმა არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა.

 

“ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის ჩვენს ხალხში, იმიტომ რომ უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი.

 

ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა ურთიერთობებს, აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს კითხვა ესტონეთის პრეზიდენტს… თქვენ პირველები უნდა იყოთ იმიტომ, რომ ქართველები ხართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები, პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ…”, – განაცხადა კალაძემ.

 

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მისივე თქმით, სამივე ქვეყანას უამრავი პირობა აქვს შესასრულებელი. 

 

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას კი კალაძემ აღნიშნა, რომ “ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს”. 

Advertisement