Logo

კახა კალაძე - ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია, არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს

პოლიტიკა
150
Frontnews image description

ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია, ეს შემთხვევით არ მოსულა, არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.

"ისინი არჩევნების დროსაც ღიად საუბრობდნენ, რომ თუ გაიმარჯვებდნენ, პარალიზებას გაუკეთებდნენ ქალაქს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს გააჩერებდნენ და ა.შ. ეს პირდაპირ ეთერში თქვეს. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ ვხედავდით ქალაქის განვითარებას, გამოწვევებს. ხალხი ამას ხედავს. შემთხვევით არ არის, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი მესამედ დაგვიჭირა. მახსოვს, 2017 წელს რა დამოკიდებულება იყო დედაქალაქში მერიის მიმართ. მთელი წლების განმავლობაში ბინძური კამპანია მიმდინარეობდა ყოფილი მერის, დავით ნარმანიას წინააღმდეგ. მიზანმიმართულად ცრუობდნენ, რომ ქალაქში გაჩერებული იყო მშენებლობები. 2017 წლიდან დღემდე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა გამჭვირვალობის, გადაწყვეტილებების მიღების, განხორციელებული პროექტების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ ბრალდება კონკრეტულ დეველოპერულ კომპანიასთან მისი  კავშირების შესახებ ასევე პოლიტიკური სპეკულაციაა.

"2013 წელს ენერგეტიკის მინისტრობის დროს საუბრობდნენ, თითქოს მქონდა 13 ჰიდროელექტროსადგური და 6 თბოელექტროსადგური. მაშინ, როდესაც სულ 2 თბოელექტროსადგური ჰქონდა სახელმწიფოს. ასეთი სიცრუე, სიბინძურე ჩემთან დაკავშირებით მუდმივად იყო. „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მან 2005 წლიდან დაიწყო ბიზნესი. ამ დროს, მილანში ვთამაშობდი და არანაირი შეხება მის ბიზნესთან არც მაშინ და არც ახლა არ მაქვს.

ყველანაირი სიბინძურე მაკადრეს, ჩემს ოჯახზე, ჩემს მეუღლეზე, შვილებზე. ადამიანმა რომ ნახოს, ჩემს მეუღლეს რეებს წერდნენ, რომ მე აუცილებლად უნდა გამშორებოდა, რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები... წარმოუდგენელია უბრალოდ - ეს არის ბოროტება. ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები შანტაჟის ქვეშ ამყოფონ. თუმცა, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყველა ჩემს ქმედებაზე  ვარ პასუხისმგებელი. უბედნიერესი ვარ, მყავს კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და შვილები. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები