Logo

კახა კალაძე - დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული

პოლიტიკა
61
Frontnews image description

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არარსებულ ფაქტებზეა დაფუძნებული.

ამის შესახებ მან ეუთოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან და მასში დასახელებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

"დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ არჩევნები, მოვედით ხელისუფლებაში და იმ დღიდან მოყოლებული არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს ადამიანის წამების. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის სიცრუით, ტყუილით გაჯერებული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქმედი ხელისუფლებისთვის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რომლის საწინააღმდეგო არაერთი განცხადება მასაც გაუკეთებია.

"ძალადობა და წამება სხვადასხვა რამეა. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის მე, როგორც პოლიტიკოსმა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ახალისებდით ძალადობას, ტაშ-ფანდური გქონდათ გამართული. მაგალითად, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მამუკა მდინარაძეს, რა კომენტარებს აკეთებდით, თქვენს გადაცემებში რა განმარტებები კეთდებოდა. ახალისებდით, ხელს უწყობდით ამ ყველაფერს. მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“, - განაცხადა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები