Logo

კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

პოლიტიკა
334
Frontnews image description

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას, რეალურად, საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმად, ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. 

„ჩვენ ხომ ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველა საკითხთან მიმართებით. მათ, რეალურად, არც ბავშვები აინტერესებთ, არც მათი ჯანმრთელობა და ეს დამოკიდებულება ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში დამტკიცდა. ისინი ეძებენ უბრალოდ საბაბს, რომ ჩაეჭიდონ და შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურად იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგივე მოცემულობა გვაქვს ამ ბავშვებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ აინტერესებთ მათი ბედი.  იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ პოზიტივზე, რომ სახელმწიფომ, მშობლებთან ერთად, გადადგა ეს ნაბიჯი, პირიქით, მშობლებს აბულინგებენ, თუ როგორ გაბედეს და თანხმობა თქვეს აღნიშნული წამლების მიღებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები