კახა კალაძე - დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ ყველა საკითხზე


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცალკეული დიპლომატებისა და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა დღესაც გრძელდება, რაც სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს ეფუძნება.
"ეს ყველაფერი ნაწილია იმისა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით - რამდენჯერმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, არსებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვეულებრივი თანამონაწილეები არიან ამ პროცესის, თავიანთი განცხადებებითა და ქმედებებით.
გაიხსენეთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ისინი გამოდიოდნენ პოლიტიკური განცხადებებით. პირდაპირ ჰქონდათ მცდელობა ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ ელჩებს. ნახეთ, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ, სიცრუეზეა დაფუძნებული და საზოგადოება ამას ხედავს“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც 2012 წლამდე იყო და ყველა მედიასაშუალება ერთ ადამიანს ჯიბეში ედო.
"საზოგადოება ყველაფერს ხედავს. დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც იყო 2012 წლამდე, როდესაც ერთ ადამიანს ედო ყველა მედიასაშუალება ჯიბეში და საზოგადოებას არ ჰქონდა სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ ყველა საკითხზე“, - განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა