კახა კალაძე – ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს გამარჯვების შანსი, არის “ქართული ოცნება”


ავტორი
Front News საქართველო
პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ აუცილებლად გავუმართლებ იმედებს და იმაზე მეტს გავაკეთებთ, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში იქნა დედაქალაქში გაკეთებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის შიდა რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს.
„რაც შეეხება პირადად ჩემს და ჩემი პარტიის მონაცემებს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ და ამისი თქმის შესაძლებლობას მაძლევს ადამიანების კეთილგანწყობა, რასაც ყოველდღიურად ვხვდები ჩემი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ეს ცხადია, თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ჩემ ირგვლივ არის შემოკრებილი. 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს მუნიციპალიტეტში და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ მიმართ არის ეს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
მინდა, ყველა ადამიანს გადავუხადო მადლობა, რომელიც მხარს გვიჭერს, რომელსაც ჩვენი იმედი აქვს. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ აუცილებლად გავუმართლებ იმედებს და იმაზე მეტს გავაკეთებთ, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში იქნა დედაქალაქში გაკეთებული. დანარჩენს დაველოდოთ 2 ოქტომბერს და ყველაფერი ნათელი იქნება.
ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს გამარჯვების შანსი დღევანდელ მოცემულობაში, ეს არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს