კახა კალაძე – ერთი რამ შემიძლია დავპირდე საზოგადოებას, რომ მე ვიქნები ყველას მერი

ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალაქი განვითარდეს, ქალაქში იყოს აღმშენებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებისას განაცხადა.
მე ერთი რამ შემიძლია დავპირდე საზოგადოებას, რომ მე ვიქნები ყველას მერი, მინდა, დავპირდე ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომ მე, მეგობრებო, ვიქნები თქვენი მერი, ჩვენთვის არ იარსებებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, იმ სიკეთეებით, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა პროექტების სახით, რა თქმა უნდა, ისარგებლებთ თქვენ, თქვენი შვილები, შვილიშვილები, მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ქალაქის განვითარება, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ცხოვრება ამ ქალაქში.
ვიქნები იმ ადამიანის მერიც, რომელიც დღეს გაიქცა სამწუხაროდ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალაქი განვითარდეს, ქალაქში იყოს აღმშენებლობა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა და ეს არჩევნები არ არის ოლიმპიადა, თბილისს სჭირდება ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს მეტი სიცოცხლის შეტანას ყველა უბანში”, – განაცხადა კალაძემ.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ დატოვა.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


