Logo

კახა კალაძე - ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ, ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებით და შანტაჟით შემოიფარგლებიან

პოლიტიკა
136
Frontnews image description

"რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც მან ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გააკეთა და საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე ისაუბრა, რა არგუმენტებს ეყრდნობა, კალაძის თქმით, ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ.

"სანქციებთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია. დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის მომავალს და ქართველი ხალხის ინტერესს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია დაცული. რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი.

ზოგადად ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებით და შანტაჟით შემოიფარგლებიან. ამდენი ხანია მათგან მოდის მუქარა, თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს, რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მაშინ როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყანა თავად საუბრობს მსგავსი კანონის აუცილებლობაზე. ჩვენ რომ ეს კანონი მივიღეთ, გახსოვთ რა შემოტევები იყო და დღესაც იგივე გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები