კახა კალაძე – გარკვეული მოთაღლითო ტიპის არასწორი განცხადებები ქალაქის მოწესრიგებას ვერ შეაჩერებს


ავტორი
Front News საქართველო
გარკვეული მოთაღლითო ტიპის მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ელიავას ბაზრობის 60% წილის მფლობელ კომპანიაზე, რომელიც უარყოფს, რომ ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტის შემუშავებისას მერიამ მათი აზრიც გაითვალისწინა.
“ძალიან დიდი ტყუილია. არქივიდან შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრიდან გამოსული ადამიანების კომენტარი, ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ქალაქისა და თბილისელების ინტერესებშია. გარკვეული მოთაღლითო ტიპის მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში იქ მომუშავე ადამიანების ინტერესი იქნება დაცული, იმ ვითარებაში და პირობებში, სადაც ამუშავებენ ამ ადამიანებს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და თბილისისთვის. ვისზეც საუბრობთ, არის ვინმე ანდრიაძე, რომელიც გარკვეული ტერიტორიების მესაკუთრეა. მათ 2014-2015 წლებში ჰქონდათ წარდგენილი კატასტროფული გე ერ გე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქალაქის ინტერესებს და მიიღეს უარი, ის პროექტი ვერ განხორციელდებოდა, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ მოსახლეობის ინტერესებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს