კახა კალაძე – მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, მოიმარაგეთ საწვავი, სანთებელას მე მოგაწვდით


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახი კალაძის მტკიცებით, მის მამას კარლო კალაძეს ორდენიძეების ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს.
კალაძის თქმით, გუშინ, “მთავარი არხის” ეთერში ბესიკ ფიფიასა და თამარ ორდენიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება “სერიალის ბოლოს წინა ეპიზოდი იყო”.
“საერთოდ არ ვიცნობ ამ პიროვნებას, გუშინ იყო ბოლოს წინა სერია, ასე რომ, მოიმარაგეთ ასანთი. ჩემთან რა, მე რა შუაში ვარ, მიხედონ შესაბამისმა სამსახურებმა. მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს. გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი “სუპერი 98” და ასანთს, “ზიპოს” სანთებელას მე მოგაწვდით, რომ არ ჩაგიქრეთ”, – განაცხადა კახი კალაძემ.
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო გუშინ “მთავარი არხის” გადაცემაში, “მთავარი დებატები”. კარლო კალაძის თაღლითური სქემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესიკ ფიფიამ ორდენიძეების ოჯახი თაღლითობაში დაადანაშაულა, ხოლო მას შემდეგ, რაც თამარ ორდენიძე “მთავარი დებატების” სტუდიაში შევიდა, ბესო ფიფია გადაცემიდან გაიქცა.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს