კახა კალაძე – მითხრა, რომ აყენებდა კანდიდატურას, დანარჩენი ვერაფერი ვერ გავიგე


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მერიაში გუშინ შეხვდა და მანამდე მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გახარიამ მას პირადად დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა.
“მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მაშინ ვუთხარი, მერიაში ვარ, მოდი მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ეს იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი, დანარჩენი, გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე”, – განაცხადა კალაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს