Logo

კახა კალაძე - მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით თავდაცვის რეჟიმში და ჩვენი მხრიდან პასუხებიც იყო ძალიან კორექტული

პოლიტიკა
54
Frontnews image description

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა უკრაინა და შესაბამისად, მას მშვიდობას უსურვებს.

"ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები, პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით თავდაცვის რეჟიმში, მოპასუხის რეჟიმში და ჩვენი მხრიდან პასუხებიც იყო ძალიან კორექტული. ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ უკრაინა, უკრაინელი ხალხი მიგვაჩნია ჩვენს მეგობრად. ამიტომ ის განცხადებები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული  ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები, რაც გამოიხატებოდა საქართველოსთან მიმართებით, იყო გულდასაწყვეტი. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, თუ რა პროცესები მიდის, ამიტომ მინდა, უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები