კახა კალაძე - ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და "ქართულ ოცნებას", თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი კონკურენტი, რომელიც მმართველ გუნდს შეიძლება ჰყავდეს, დედაქალაქში არსებული გამოწვევები და პრობლემებია.
"ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და "ქართულ ოცნებას", ეს არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელთაც სჭირდება ღირსეული პასუხი. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება - ღირსეული პასუხი გასცეს აღნიშნულ პრობლემებს, გამოწვევებს და მოაგვაროს ეს ყველაფერი, სწორედ "ქართული ოცნებაა", - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს