კახა კალაძე - როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, დღეს ამის აუცილებლობა არ არის


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც საქართველოში იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნების დროს, მოწვეული და წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები - დღეს ამის აუცილებლობა არ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იყო გათელილი, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის დისკრედიტაციის კამპანია თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და ამაში ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა და მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული.
"პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განმარტება და მეც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ წარმოუდგენელი დამოკიდებულებაა. პირველი, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო/ოდირი, მათ წარმოადგინეს შესაბამისი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და გვახსოვს, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით. გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ ეუთო/ოდირს და არაფრად აგდებდნენ მას, რაც დღესაც გრძელდება. ფაქტობრივად, მათი დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, უამრავი ცილისწამება, შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ფონზე გაუგებარია საელჩოს განცხადება.
"ამ ფონზე, აბსოლუტურად გაუგებარია. თანაც, ზოგადად, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევა ხდებოდეს, არ არის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც ჩვენც გვქონდა. მაგალითად, 2021 წელი იყო იშვიათი გამონაკლისი. დღეს ამის აუცილებლობა არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იყო გათელილი.
ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს და ეს მართლაც ასეა. პრობლემა არის სხვა - დასკვნა, რომელიც დადო ეუთო/ოდირმა, სადაც, რა თქმა უნდა, იყო შენიშვნები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დისკრედიტაციის კამპანია, რაშიც ჩართული იყო არა მხოლოდ ქართული მედიის ნაწილი, არამედ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მაღალი თანამდებობის პირები და, გვახსოვს, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი.
"უნდა გაისიგრძეგანოთ და გაითავისოთ, რომ ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი და იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და არა ვინმე, გარედან დაწერილი მესიჯებით და გადაწყვეტილებებით, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო დამკვირვებლები მოწვეული იქნებიან.
"როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნების დროს, მოწვეული და წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ამის არანაირი პრობლემა არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს