Logo

კახა კალაძე - როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე?

პოლიტიკა
97
Frontnews image description

"არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება. როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე? გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე ევროკომისიის ნეგატიურ რეაქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში განვითარებული პროცესების ფონზე, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს და მარტივი გასარჩევია მტერი და  მოყვარე.

"თუნდაც საქართველოსთან მიმართებით გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა. მაშინ რა გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს – ის, რაც, ზოგად კონტექსტში ვამბობ, მათთვის მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ –  მოყვარე და კეთილის მსურველი. ძალიან მარტივი გასარჩევია დღეს, მით უმეტეს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები