კახა კალაძე - სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ეს იცოდა მოსახლეობამ


ავტორი
Front News საქართველო
მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ავარიული კორპუსიდან გასახლებაზე ადგილობრივების ნაწილმა უარი განაცხადა.
"სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა. თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იყო დიდუბის რაიონის გამგეობაში. იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახლის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პროგრამას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც ჯერ ვერ მიიღწა, რამდენიმე ოჯახი, რომელიც დათანხმდა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს