კახა კალაძე – თუ ვინმეს მცდელობა აქვს, ვინმე შეაშინონ ხუთკაციანი აქციებით, ნამდვილად ვერავის შეაშინებენ


ავტორი
Front News საქართველო
ხუთკაციანი აქციებით ვერავის შეაშინებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებს თუ შეეცდება, აჩვენებს, ხალხის გამოყვანა როგორ უნდა.
“მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ. შესაბამისი სამსახურები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი, რომ არანაირი პროვოკაცია არ დავუშვათ. რაც შეეხება აქციებს, აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში. თუ ვინმეს მცდელობა აქვს, რომ ვინმე შეაშინონ თავისი ხუთკაციანი აქციებით, ნამდვილად ვერავის შეაშინებენ. აქცია და ხალხის გამოყვანა თუ უნდათ, მაგასაც ვაჩვენებთ, როგორი ხალხის გამოყვანა შეგვიძლია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს