კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს, ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია


ავტორი
Front News საქართველო
ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებას მივაღწევთ, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეს არის "ქართული ოცნება“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"გვინდა, ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მერების სახით, ასევე საკრებულოებში წარმოდგენილი იყოს ღირსეული კანდიდატები ჩვენი გუნდის გუნდის სახით. უამრავი პრობლემაა დედაქალაქსა თუ რეგიონებში და გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვაპირებთ, როგორია ჩვენი დამოკიდებულება და როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული რაიონისა და სოფლისთვის.
მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, - ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების არჩევნებში ასევე საკრებულოს დონეზე „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს ეს არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში.
თაგები:
კახა კალაძე