კახა კუჭავა – არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება


ავტორი
Front News საქართველო
არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა კანონდამრღვევის მისამართით შესაბამისი ზომები გატარდება.
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ თუ რამე ხდება, ყველაფერზე არის თანამდებობის დატოვების მოთხოვნა. არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, ამიტომ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევის მისამართით, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შედეგები ნდობის აღდგენის კუთხით მოსახლეობისთვის იყოს წარდგენილი. ჩაერთვებიან ამაში როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ექსპერტები, რათა ობიექტურობასთან და შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
თაგები:
კახა კუჭავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს