კახა კუჭავა – ერთი ადამიანი ვერ გაამწვავებს უკრაინისა და საქართველოს ძმობასა და მეგობრობას

ავტორი
Front News საქართველო
ერთი ადამიანის დაკავება ორ ძმურ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ვერ გაამწვავებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ნამდვილად არ მეგონა, თუ სააკაშვილი აქ იქნებოდა. როდესაც ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და ასმეერთე ჯერზეც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა გიკვირს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ ძალოვნები აკონტროლებდნენ სააკაშვილის მარშრუტს უკრაინიდან და ის დააკავეს ძალიან მაღალ დონეზე. მეც ვფიქრობდი, რომ ის არ იყო საქართველოში. ვნახე ვიდეო და მეგონა, რომ ის აწყობილი იყო კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. ძალოვნებმა ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა სცოდნოდათ გარკვეული ინფორმაცია, ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ იმას, რაც მათ ევალებათ.
ერთი ადამიანი ვერ გაამწვავებს უკრაინისა და საქართველოს ძმობასა და მეგობრობას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა ქართულ პოლიტიკაში და ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. ამაზე წუხილი გამოთქმული იყო უკრაინული მხრიდანაც. ამ საკითხზე საგარეო უწყებას ექნება კომუნიკაცია და ყველაფერი გაირკვევა. მთავარი დესტრუქციული აქტორის გუშინდელი დაკავება იქნება კარგი მაგალითი სხვებისთვის, რომ ყველანაირ დაგეგმილ პროვოკაციაზე უარი თქვან და ხელი შეუწყონ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა კუჭავამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


