კახა კუჭავა – პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70%-მდე უკვე აცრილია


ავტორი
Front News საქართველო
“პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70%-მდე უკვე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, სრულად მოვახდენთ მალე ვაქცინაციის დასრულებას, რაც უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუცხადა ექიმებს პანდემიასთან ბრძოლაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის.
“რა თქმა უნდა, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული იქნა ახალი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვან რეკომენდაციები და მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციისკენ, რაც ერთადერთი გზაა საბოლოოდ დავძლიოთ ეს პანდემია“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
თაგები:
კახა კუჭავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს