კახა კუჭავა – ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილი საქართველოში არ არის

ავტორი
Front News საქართველო
ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
ის ჟურნალისტებს ემოციების დაცხრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.
“არ შეიძლება გააკეთო კომენტარი სერიოზულად არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს არის Fake ვიდეო და ემოციების დაცხრობისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ [ჟურნალისტებს], რომ არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


