კახა ოქრიაშვილი – მსგავსი ინციდენტები ემსახურება ქვეყანაში შიშის დანერგვას

ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის ლოკალური ინციდენტი, ეს და მსგავსი ინციდენტები ემსახურება ქვეყანაში შიშის დანერგვას, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი ცივი იარაღით დაჭრეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატის შვილი.
კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველი ძალა იძულებული გახდა დაეკავებინა ერთი ადამიანი, თუმცა ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ თავდასხმაში კიდე სხვა ადამიანები ფიგურირებენ, რომლებიც არიან როგორც ცივი, ასევე ცეცვხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები.
“გუშინ ჩვენ გადავრჩით, რომ ადამიანები არ დავკარგათ. რაც მოხდა, ეს ერთი, ლოკალური ინციდენტი არ არის. ეს არის შიშის ატმოსფეროს შექმნის მცდელობა, რომ ლაგოდეხიდან ზუგდიდამდე ყველამ დაუნახოს, აი რა მოუვა იმ ხალხს, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავა”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
დმანისში აქცია იმართება, სადაც გუშინდელ ინციდენტს გააპროტესტებენ.
თაგები:
კახა ოქრიაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


