
ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიამ მაინც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, მათ შორის ისტორიული, გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის შემდე შეიქმნა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა კახა ქემოკლიძემ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ უკვე საქართველოს მოსახლეობამ მმართველ პარტიას რეფორმების განხორციელება უნდა აიძულოს.
“ევროკომისიამ მაინც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, მათ შორის ისტორიული, გეოლპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის შემდე შეიქმნა. ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი მხოლოდ ამ რეგიონს არ ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამის შემდეგ უკვე საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება, რომ „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია აიძულოს რეფორმების განხორციელება, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირისთის კი არა, უპირველესად ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ უკეთესად ვიცხოვროთ“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
კახა ქემოკლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს