კახა ქემოკლიძე – ქართული პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკით და მასკარადით უნდა დასრულდეს 2 ოქტომბერს

ავტორი
Front News საქართველო
ქართული პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკით და მასკარადით უნდა დასრულდეს 2 ოქტომბერს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსები პოლიტიკით უნდა დაკავდნენ და არა პროვოკაციებით.
“ქართული პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკით და მასკარადით უნდა დასრულდეს 2 ოქტომბერს, ცვლილების არჩევნებზე. ევროკავშირის ოფისთან რომ მსგავსი ტიპის ზოგადად, რაღაცები ხდება, ეს მიუღებელია. ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია პოლიტიკოსები პოლიტიკით უნდა დაკავდნენ და არა პროვოკაციებით. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას”, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
როგორც პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა აღნიშნა, წინასაარჩევნო გარემო არის მძიმე, რისი დასტური გარდა დმანისსა და რუსთავში მომხდარი ძალადობის ფაქტებისა, არის მათი პარტიის წევრებზე განხორციელებული ზეწოლა.
“ადამიანები, რომლებიც ხელს გვართმევდენენ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიქნებით ღირსეული კანდიდატები, შემდეგ რამდენიმე დღეში მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, – ბოდიში, ჩემი ოჯახის წევრი, ნათესავი, აქედან გამოაგდეს დაემუქრნენ”, – განაცხადა ქემოკლიძემ.
თაგები:
კახა ქემოკლიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


