Logo

კახა წერეთელი - ამ საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა

სამართალი
109
Frontnews image description

სამართლებრივი საფუძველი ბატონი ირაკლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენისა არ არსებობდა ამ საქმეში, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საქმეზე მიცემულ ჩვენებაზე ორმა პირმა თავისუფლება მიიღო.

"განიხილებოდა არა მკვლელობის საქმე, ეს დიდი ხნის დასრულებულია, არამედ თითქოს ამ საქმესთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე იარაღების მიტანის განკარგულება გასცა იმ დროს მოქმედმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ერთი პირის საფუძველზე, რომელმაც ამ ჩვენების საფუძველზე მიიღო თავისუფლება და ასევე მეორე პირის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც ასევე მიიღო თავისუფლება საპროცესო შეთანხმებით ჩვენებიდან უმოკლეს ვადაში. სასამართლომ 21 წლის თავზე დაადგინა, რომ იყო თითქოს ირაკლის ბრალეულობა.

მე გამიჭირდება პოლიტიკური შეფასება, ვინაიდან ეს სცდება ადვოკატის კვალიფიკაციას, მაგრამ გარკვეული კითხვები და ეჭვები ამ მხრივ არსებობს, თუმცა სამართლებრივი საფუძველი ბატონი ირაკლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენისა არ არსებობდა ამ საქმეში", - განაცხადა კახა წერეთელმა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა.

Advertisement