კახა წერეთელი – რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატ კახა წერეთლის თქმით, სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია. თუმცა სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას, ასევე ჩვენებების სახით და საბოლოო ანგარიშს და შეფასებებს გააკეთებს გამოძიება.
სამედიცინო პუნქტი ნამდვილად არსებობს ტერიტორიაზე, როგორც ეს არის წესი, შემთხვევიდან რამდენიმე წამში ფაქტობრივად სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას, მაშველებიც დაუყოვნებლივ იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ვალდებულება იმისა, რომ ყველა აუზთან მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს, ბუნებრივია, ეს არ ყოფილა, თუმცა რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო”, – განაცხადა წერეთელმა.
სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისის” აუზში 5 წლის ბავშვი 18 ივლისს დაიხრჩო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თაგები:
კახა წერეთელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს