Logo

კახა წიქარიშვილი - ფასი ამ მედიკამენტების არის ერთ-ერთი რეალური პრობლემა, რის გამოც ესენი თავს იკავებენ

Frontnews image description

მედიკამენტებს როცა არეგისტრირებენ საერთაშორისო დონეზე, მათ ხომ უკვე გადალახული აქვთ უსაფრთხოების ზღვარი და კობახიძე-სარჯველაძეს ვინ ეკითხება ამ მედიკამენტების გამოყენება-არგამოყენების საკითხს მსოფლიო დონეზე?!, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამ წამლის არშემოტანის მიზეზი მხოლოდ მისი ფასია.

"ირაკლი კობახიძე, არც მიხეილ სარჯველაძე არ არიან გულწრფელი როდესაც ამბობენ, რომ მათ ფული არ ენანებათ. პირველი საკითხი ის არის, რომ მათ ფული სწორედაც რომ ენანებათ და რატომ - მედიკამენტის ფასის საკითხი დაკავშირებულია მედიკამენტის შემოტანასთან, ეს მედიკამენტები იაფი რომ იყოს და ჩვენ არ შეგვეძლოს შემოტანა, სახელმწიფო ამას, ამ საჭირო ოთხივე მედიკამენტს შემოიტანდა და იტყოდა -  აქ არის მედიკამენტები თავისი რისკებით, თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგებით და თქვენ, პაციენტებმა გადაწყვიტეთ, მოიხმართ თუ არა იმიტომ, რომ აპრობირებულია ეს წამალი და მოიხმარეთ მშვიდობაშიო - ამას იტყოდნენ, მაგრამ ახლა კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ მილიარდიც არ გვენანება ამ ბავშვებისთვის, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული მედიკამენტის სარგებლიანობაშიო. უკაცრავად, მაგრამ მედიკამენტებს როცა არეგისტრირებენ საერთაშორისო დონეზე, მათ ხომ უკვე გადალახული აქვთ უსაფრთხოების ზღვარი და კობახიძეს და სარჯველაძეს ვინ ეკითხება ამ მედიკამენტების გამოყენება-არგამოყენების საკითხს მსოფლიო დონეზე?!

ეს მედიკამენტები რომ არ ღირდეს ის, რაც ღირს, მაშინ სახელმწიფო იტყოდა, რომ ა, ბატონო, აგერ არის, ყველა ამ მედიკამენტს შემოიტანდა და იტყოდა, რომ აგერ არის ეს მედიკამენტები, თქვენ რისკებიც იცით, სარგებელიც იცით და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ამ მედიკამენტს გაიკეთებთ, თუ არ გაიკეთებთ. არანაირი პრობლემა მაგ მხრივ სახელმწიფოს არ ექნებოდა, შესაბამისად, ფასი ამ მედიკამენტების არის ერთ-ერთი რეალური პრობლემა, რის გამოც ესენი თავს იკავებენ", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები