კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
თაგები:
ნარკოდანაშაული