კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი წისქვილის დანადგარში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა
შემთხვევა
759

ავტორი
Front News საქართველო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან წისქვილში 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წისქვილის დანადგარმა ტანსაცმლით ჩაითრია და ის ადგილზე გარდაიცვალა.
შენობა, რომელშიც წისქვილია განთავსებული, ყარაჯალაში მცხოვრებ პირს ეკუთვნის, თუმცა ობიექტი გაქირავებულია.
თაგები:
კახეთი




