Logo

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დაშავდა

შემთხვევა
932
Frontnews image description

კახეთში, სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, დაშავდა ორი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

წინასწარი ინფორმაციით, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Advertisement