კახეთში შვილის გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული

ავტორი
Front News საქართველო
კახეთში სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული.
ფაქტი რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საუბარია 15 წლის გოგონაზე, რომელზეც სავარაუდოდ, მამამ იძალადა. მომხდარის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.





