კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ს. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფები, შაშხანა, 107 ვაზნა, შვიდი მჭიდი, მაყუჩი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი რკინის სხვადასხვა დეტალი.
ასევე, ამოღებულია მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ექსტრაქტი.
პოლიციამ რ.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ცეცხლსასროლი იარაღი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს