კალასი - ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურ თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლაა საჭირო.
"გუშინდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის მეტი ტანჯვისა და განადგურებისკენაა მიდრეკილი. გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ. ჩემი ფიქრები დღეს ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“, – განაცხადა კაია კალასმა.
თაგები:
კაია კალასი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა