Logo

კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

მსოფლიო
268
Frontnews image description

აშშ-ში დემოკრატებმა კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად შეარჩიეს.

დემოკრატების გადაწყვეტილებით, ეს კანდიდატი  ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.

ჰარისმა საჭირო მინიმუმ 1976 ხმის ნაცვლად 3923 დელეგატის ხმა მიიღო.

”ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან”, – აღნიშნა ჰარისმა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა მისი გასვლა საარჩევნო რბოლიდან.

Advertisement