კარენ დონფრიდი – ყველა პარტიას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ 19 აპრილის შეთანხმებას


ავტორი
Front News საქართველო
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კანდიდატი კარენ დონფრიდი საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 19 აპრილის შეთანხმებას.
“დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და საქართველოში ყველა პარტიას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. საარჩევნო და სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, ეს მანძილი დაფარონ. ამასთანავე, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერესთან“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა სენატის საგერეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს.
თაგები:
აშშ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს