Logo

კარნი - პუტინის ნდობა არ შეიძლება, მისი შეჩერება შესაძლებელია

უკრაინა
369
Frontnews image description

კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, კანადამ კარგად იცის ისტორიის გაკვეთილები და არ ენდობა ვლადიმერ პუტინს.

კარნის თქმით, უკრაინისთვის ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ საიმედო გარანტიებით არის შესაძლებელი.

მან ამჟამინდელი ვითარება შეადარა რონალდ რეიგანის სსრკ-სთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც მისი დევიზი იყო "ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.

კარნის თქმით, პუტინი არ არის მიხეილ გორბაჩოვი (სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი) და ის იმპერიისკენ ისწრაფვის და არა რეფორმებისკენ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერმა არაერთხელ დაარღვია თავისი დაპირებები, მინსკის შეთანხმებებიდან დღემდე და პასუხისმგებელია ათასობით დაღუპულსა და მილიონობით დაშავებულზე.

"მან დაიწყო ეს საშინელი ტრაგედია, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა. ის ატერორებს თქვენს ცას, ემუქრება თქვენს ქალაქებს და იტაცებს თქვენს შვილებს, მაგრამ პუტინის შეჩერება შესაძლებელია, რუსეთის ეკონომიკა სუსტდება, ქვეყანა სულ უფრო იზოლირებული ხდება, ხოლო მისი მოკავშირეები უფრო ძლიერები და მტკიცე ხდებიან", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი პირველად ეწვია კიევს და მან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდა გამოაცხადა.

თაგები:

მარკ კარნი
Advertisement