"ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კირცხალიას თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
"ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. საუბარი მაქვს საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შედგა და რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურა ქართველმა ხალხმა, ბევრმა ახალგაზრდამ, რომელიც საერთოდ დაბადებულიც არ იყო ან ვერ მოესწრო იმ რეკეტს, იმ სისხლისღვრას და დიქტატურას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების დროს და შემდეგ რასაც აკეთებს უკვე ე.წ. ოპოზიციის მანტიაში გახვეული. ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ მომზადდა უმძიმესი დასკვნა საგამოძიებო კომისიის შედეგებზე.
ასევე, დავაანონსეთ და დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებოდათ საშუალება, ასევე პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


