“ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას სააკაძის ქუჩაზე შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდიდან ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოქალაქეებს სააკაძის ქუჩაზე შეხვდა. შეხვედრამდე კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ცოტნე დადიანის, მანჯგალაძისა და სააკაძის ქუჩებზე მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრაზე დავით ჭელიძემ საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა.
„ამ უბანში ძალიან კარგი და თბილი ხალხი ცხოვრობს, აქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ნაცნობია ამ ადამიანების სურვილები და საჭიროებები. ამ უბნის მოსახლეობა ყოველთვის აქტიურია არჩევნების დღეს და მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერსაც სწორ არჩევანს გააკეთებენ. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე „ქართული ოცნების“ გარდა არავის აქვს ძალა და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა და განავითაროს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ჭელიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე.
თაგები:
ნაძალადევი-ლოტკინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს