"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე "შიდა ქართლის სპორტულ თამაშებს“ დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე ბუზალაძე, „შიდა ქართლის სპორტულ თამაშებს“ დაესწრო, რომელიც გორში გაიმართა.
მისი განცხადებით, "შიდა ქართლის სპორტული თამაშები" უკვე რამდენიმე წელია, მუნიციპალიტეტში ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
"განსაკუთრებული დღე გვქონდა გორში. თქვენმა ენერგიამ და შემართებამ ჩვენს ქალაქს სიცოცხლე და პოზიტიური ემოციები შემატა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარათონი მხოლოდ შეჯიბრება არ არის, ეს არის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის დადასტურება.
დღეს აქ წარმოდგენილი თითოეული მონაწილე გამარჯვებულია.
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც დღეს საუკეთესო შედეგი აჩვენა და საპრიზო ადგილები მოიპოვა.
"შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ რამდენიმე წელია აერთიანებს ჩვენს მუნიციპალიტეტებს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
კონსტანტინე ბუზალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს