"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძემ ახალი საჭიდაო არენა გახსნა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კონსტანტინე ბუზალაძემ სოფელ ზეღდულეთში ახალი საჭიდაო არენა გახსნა.
არენაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ პაპიტაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართა.
“ტურნირი საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, სადაც მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.
ზეღდულეთის საჭიდაო არენა მომავალში არაერთ ტურნირს უმასპინძლებს.
მომავალი თაობის სპორტში კიდევ უფრო მეტად ჩართვის მიზნით კი, ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტული სივრცეების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს," - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს