Logo

ქართველი მხედარი ზედიზედ მეორედ მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

სპორტი
33
Frontnews image description

ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ პოლონეთში გამართულ ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და საუკეთესო ათეულში მოხვედრა შეძლო.

აღნიშნული შედეგით იგი მსოფლიოს თასის ფინალის საგზურს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

მსოფლიოს თასის ფინალი 2026 წლის აპრილში აშშ-ის ტეხასის შტატში გაიმართება.

ქართველმა მხედარმა ცხენოსნობის ოლიმპიური სახეობის - კონკურის მსოფლიოს თასის ფინალში პირველად 2025 წელს იასპარეზა.

Advertisement