“კატეგორიულად მოვითხოვთ, პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა”


ავტორი
Front News საქართველო
"ლელო" "ქართული ოცნების" ოფისთან დღეს განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.
"პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება ადამიანის ქცევის საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტს.
ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.
"ლელო" კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს – არჩევით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაიზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას" და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს", – აღნიშნულია "ლელოს" განცხადებაში.
"ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავაც.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს