კელი დეგნანი – მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და მთავრობას შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩმა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ავღანეთიდან საქართველოს გავლით მიმავალი ჰუმანიტარული ფრენების ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მიმავალ ჰუმანიტარულ ფრენებს, მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე, – აღნიშნული განცხადება აშშ-ის ელჩმა ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში გააკეთა, სადაც ის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) დახურვის ცერემონიალს დაესწრო.
“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვისსამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალების გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს“,- აღნიშნა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს